Sunday, March 26, 2017

მე- 6 დღე



მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკები რამდენიმე თვალსაზრისით: მოსწავლის ნამუშევარი შევუფასეთ ერთმანეთს , რაც დამეხმარა კიდევ უფრო სიღრმისეულად გამეანალიზებინა რამდენად მნიშვნელოვანია შფასების რუბრიკა მოსწავლეებისთვის პროექტით სწავლებისას. ჩემი პროექტი მოვარგე ,, მონსტრების გაცვლის" რუბრიკას.

Saturday, March 25, 2017

მე- 5 დღე


 ეს მოდული დამეხმარა , დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შიძლება ჰქონდეს ინტერნეტ სწავლის პროცესს. კერძოდ შესაძლებელი იქნება მოსწავლეებმა შეძლონ კარგად გაწერილი რუბრიკის გამოყენებით ერთმანეთს მისცენ უკუკავშირი ბლოგზე, სოციალურ ქსელში.რადგან კვლევებზე ორიენტირებული სწავლებაა, მაშინ მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ როგორ დაიცვან საავტორო უფლებები.როგორ შიძლება მოძიებული საიტების დამახსოვრება bookmarks-ზე და ამ საიტების სწრაფად მოძებნა და გამოყენება. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ჩვენი თავი წარმოვიდგინეთ მოსწავლის როლში.ეს დამეხმარა მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით სამუშაოს გადანაწილებაში,რა არის მოსწავლისატვის უფრო დაძლევადი, გავითვალიწინე მისი იაჭირებები.

Sunday, March 19, 2017

მე-4 დღე



  


      ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების
   გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
  განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები თავისი ინსტრუმენტებით.
  სლაიდშოუს მოდულის შექმნა პროექტის პრეზენტაციისთვის.







მე-3 დღე

მე-3 დღეს შვისწავლე:

  1)      სტანდარტების და მიზნების გაწერა.
2)      მიზნების მორგება 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებს.
3)      ამ მიზნების გამოყენება ბლუმის მაღალ სააზროვნო უნარების.
4)      მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რათა უფრო ღრმად ჩაწვდნენ პრობლემატურ საკიტხებს.

Sunday, March 12, 2017

მეორე დღე


ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა,  ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესში.
დავიწყებ დაგეგმარებას, დავგეგმავ პროექტს, შევქმნი პორთფოლიოს, დავგეგმავ აქტივობებს  რომელიც ჩემს მოსწავლეებს განუვითარებს 21-ე საუკუნის უნარჩვევებს. განვსაზღვრავ სამიზნე ჯგუფს და დავამზადებ პუბლიკაციას სამიზნე ჯგუფისათვის.

Saturday, March 11, 2017

პირველი დღე

დღევანდელი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია. კარგად დამამახსოვრდა:

1. სად შეიძლება მოვძებნო  პროექტების სწავლება.
2. პროექტი, რომ უნდა იყოს დროში გაწერილი.
3. პროექტს, რომ აქვს 3 ფაზა. ( დაწყებამდე, მსვლელობის დრო, დასრულების დრო)

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი  არის:
1.ჩემი ბლოგის შექმნა.
2. კარგი პროექტის წერა.